მსოფლიოსაზოგადოება

იტალიაში მაშველმა ძაღლებმა 8 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

ფერაგოსტოს ზეიმზე იტალიაში მაშველმა ძაღლებმა 8 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს. ინფორმაციას იტალიური მედია ფერუჩო პილგენის „იტალიის მაშველი ძაღლების სკოლაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ზაფხულის მთავარი ზეიმი აპენინებზე 15 აგვისტოს აღინიშნება და იტალიელები ამ დღეს, ძირითადად, სანაპიროზე ატარებენ. 15 აგვისტოს სანაპიროზე შტორმი იყო, ექსტრემალური ვითარება შეიქმნა და ადამიანებს დახმარება დასჭირდათ.

„იტალიის მაშველი ძაღლების სკოლა“ აპენინებზე 30 წლის წინ გაიხსნა საქველმოქმედო საწყისებზე. სკოლა სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობს. ბოლო მონაცემებით, იტალიის სანაპიროზე მაშველის ფუნქციას 400 წითელჟილეტიანი ძაღლი ასრულებს. ძაღლები ამისთვის შესაბამის ლიცენზიას ფლობენ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close