მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება
ფრანგმა ცირკის მსახიობმა მდინარის თავზე გაბმულ თოკზე 350 მეტრი გაიარა (ვიდეო)
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2019/08/Diqk02sVsAAbJsm.jpg)
ფრანგმა ცირკის მსახიობმა ტატიანა-მოსიო ბონგონგამ პრაღის მცხოვრებლებს შთამბეჭდავი სანახაობა მოუწყო. EURONEWS-ის ცნობით, მან მდინარე ვლტავის თავზე, 35 მეტრის სიმაღლეზე გაბმულ თოკზე დაზღვევის გარეშე გაიარა.
35 წლის მსახიობმა 350-მეტრიანი დისტანცია დაფარა. თავისი ნომერი მან საცირკო ფესტივალს მიუძღვნა, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქში პირველ სექტემბერს დასრულდება.
კომენტარები