მოგზაურობასაზოგადოებასაქართველო

„ფორბსი“ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ სტატიას უძღვნის

„საქართველო ყველას ფიქრებშია ვირუსული ფეისბუქჯგუფის წყალობით“ – ამ სათაურით მოგზაური ჟურნალისტი ბრეანა უილსონი „ფორბსზე“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„საქართველოზე ეს ჩემი პირველი სასიყვარულო წერილი არ არის. გასულ წელს თბილისი ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დავასახელე მსოფლიოში“, – ვკითხულობთ სტატიის პირველსავე აბზაცში. ბრეანა უილსონი მკითხველს თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილ ჯგუფზე – Spend Your Summer in Georgia უამბობს, რომელიც ერთ ღამეში ვირუსულად გავრცელდა და რეგიონის საუკეთესო საზაფხულო სამოგზაურო კამპანიად იქცა.

„ხუთი ქართველის წამოწყებით გვერდი ერთ ღამეში ვირუსული გახდა. დღეისათვის ის 275 ათას წევრს ითვლის. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სიახლეებს ისე ვერ დაათვალიერებ, რომ უგემრიელესი ხინკლით, შთამბეჭდავი ქართული ტრადიციული ცეკვის სილამაზით მონუსხული არ დარჩე ან საქართველოს შესანიშნავი მრავალფეროვანი გარემოს დალაშქვრის სურვილი არ გაგიჩნდეს““, – წერს ბრეანა უილსონი.

საქართველოზე ოცნებიდან ქვეყანაში რეალურად მოგზაურობისთვის ბრეანა უილსონი მკითხველს რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს.

„ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს აღმოჩენის სრულიად ახალი შესაძლებლობაა. აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის ორ ათას მილზე გადაჭიმული ბილიკის კონცეფცია 2015 წელს შემუშავდა, ამჟამად ის ფინალურ ეტაპზეა“, – წერს ავტორი.

ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთი გზაა ცხენით მოგზაურობაც.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close