fbpx
ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

ისტორიაში პირველად კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 31 ივლისს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9507 ლარი იქნება, 1 ევრო კი 3.2889 ეღირება.

პირველად ლარის ისტორიაში, კომერციულ ბანკებში დადგენილი გაცვლითი კურსით 1 დოლარი 3 ლარი ღირს. ჯამში, 30 ივლისს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით 2 თეთრით გაუფასურდა.

30 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საქართველო განიცდის საგარეო შოკს, ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა შემცირებულია“.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. „ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, რადგან შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესი. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია, რომ ნაკლები დანაკარგებით მოხდეს ამ პროცესის გადატანა“, – განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ეროვნული ბანკი ჩარევას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობს:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არის იმაზე უფრო გაუფასურებული, ვიდრე იმ საგარეო შოკის ზომაა, რომელიც გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ მოვლენების ასეთი განვითარება გადაეცემა ინფლაციას, მაშინ მივიღებთ ზომას, მაგრამ ის, რომ ეფექტური გაცვლითი კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, შეიძლება იმას მიანიშნებდეს, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close