სამზარეულო

კომბოსტოს კატლეტები – გემრიელი და სასარგებლო

გამომცხვარი კომბოსტოს კატლეტები ძალიან ნაზი, წვნიანი და სასარგებლოა, იმიტომ რომ ცხიმში კი არ იწვება, არამედ გაზქურაში პატარა კექსების ფორმებში ცხვება – უჩვეულოცაა და ნაკლებკალორიულიც.

სუფრაზე მიიტანეთ არაჟანთან ან მაწონთან ერთად.

საჭირო პროდუქტი: 1 საშუალო ზომის კომბოსტო, 2 სტაფილო, 2 თავი ხახვი, 4 ს. კ. მანის ფქვილი (ან მანანის ბურღული), 100 გ რძე,  2 კვერცხი, 1 კონა კამა, 1/2 კონა ოხრახუში, მწიკვი დაფქული ჯავზი, მარილი, პილპილი, 1 ლ ქათმის ბულიონი, 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი.

მომზადება: კომბოსტო წვრილად დავჭრათ და ადუღებულ ბულიონში ჩავყაროთ. ახალშემოსული კომბოსტო 7 წთ ვხარშოთ, თუ ძველია – 15 წთ. ამოვიღოთ თუშფალანგზე და გავაცივოთ. გავწუროთ.

ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, 7-8 წთ-ის შემდეგ დავუმატოთ მარილი და მანის ფქვილი, დავასხათ რძე. ცეცხლზე იმდენხანს გავაჩეროთ, რომ რძე თითქმის ამოშრეს. გავაცივოთ.

შევურიოთ ერთმანეთს კომბოსტო, მოშუშული ხახვი და სტაფილო, კვერცხი, მწვანილები და სანელებლები. მოვათავსოთ ფორმებში და 200 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში გამოვაცხოთ 30 წთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close