რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

6 საგანი, რომლებიც სახლში არ უნდა გააჩეროთ

თუ გინდათ, რომ თქვენს სახლში მუდამ სიმშვიდე და კეთილდღეობა სუფევდეს, რაც შეიძლება სწრაფად მოიცილეთ ნივთები, რომლებსაც უარყოფითი ენერგეტიკა აქვს. 
გატეხილი ჭურჭელი

ითვლება, რომ გაბზარულ და ჩამოტეხილ ჭურჭელს, გატეხილი სარკის მსგავსად, ძლიერი უარყოფითი ენერგეტიკა აქვს. დაზიანებული ჭურჭლის გამოყენება რომ არ ვარგა, ამაში მეცნიერებიც თანხმდებიან: საქმე ისაა, რომ  დროთა განმავლობაში ბზარებში ბაქტერიები იბუდებენ და ამას ვერც სარეცხი საშუალებები შველის.

ნიჟარები

ზღვის ნაპირას მოგროვილი ნიჟარები ისეთი საყვარელი ჩანს, რომ არც კი იფიქრებ, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლიათ პატრონისთვის. ამ დროს კი ისინი თურმე უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გულის მუშაობაზე.

ძველი ცოცხი

ფორმადაკარგული ძველი ცოცხი სიღარიბის სიმბოლოა. თუ გინდათ, რომ თქვენს სახლს დოვლათი არ მოაკლდეს, დაუყოვნებლივ მოიშორეთ ეს ნივთი.

ცხოველის ფიტული

ცხოველის ფიტული, დათვის ტყავი და ირმის რქები მონადირისთვის იქნებ ძალიან თავმოსაწონი საგნებია, მაგრამ ისინი სიკვდილის სიმბოლოებია და სახლში უბედურების მოტანა შეუძლიათ.

თევზის გამოსახულება

ამბობენ, რომ სახლში სურათს ან ფოტოს თევზის გამოსახულებით ქურდების მოზიდვა შეუძლია. ეს თევზის ფორმის ქანდაკებებსაც ეხება.

გაცვეთილი ფეხსაცმელი

თუ ფეხსაცმლის ჩაცმას აღარ აპირებთ, თავიდან მოიცილეთ – ძველ, გაცვეთილ ჩექმებს, კედებს ან ჩუსტებსაც კი პატრონი შეიძლება გარედან მომდინარე უარყოფითი ენერგიისგან დაუცველი გახადონ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close