საზოგადოებასაქართველო

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

„ცხვა, ცხვა, ცხვა და ზოოპარკის კარგი ამბების საცხობში კიდევ ერთი ტკბილი სიახლე გამოცხვა. ამჯერად – ზებრა. დასდევს დედას, დედა კი, ძაან რომ არ ცხელოდეს, ვიტყოდით, ცივ ნიავს არ აკარებსო, მაგრამ სადაა აბა, ცივი ნიავი? მოკლედ, დედა ცხელ ნიავს არ აკარებს და მონდომებით იცავს მამრი ზებრისგან, რომელიც მამობრივი მზრუნველობით არ გამოირჩევა. იმიტომ კი არა, რომ უგვანი მამა გამოდგა, უბრალოდ, მამრი ზებრები, ზოგადად, უგვანი მამები არიან და დიდად არ ანაღვლებთ შვილების ბედი“, – აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close