კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს (ვიდეო)

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან ერთად დააკავეს. ამ დროს ადგილზე მომღერლის მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. შემთხვევა  თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა.

როგორც თავად დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მოჰყვა. ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლების თქმით კი, დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

მოგვიანებით მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close