კინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

ქართული ფილმი „ბოროტმოქმედი“ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგება

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიმიტრი მამულიას ფილმის, „ბოროტმოქმედის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

„ბოროტმოქმედი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და ის ვენეციაში საკონკურსო პროგრამა „ჰორიზონტებში” იქნება წარმოდგენილი.

ფილმი საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. ის ქარხნის 25 წლის ინჟინრის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.

ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. ის 1932 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.

ფესტივალის გამარჯვებულ ფილმს ძირითადი პრიზი – ოქროს ლომი (Leone d’Oro) გადაეცემა.

წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

მსგავს თემაზე: პედრო ალმოდოვარი „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close