კრიმინალისაქართველო

სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია – თბილისში 20 და 21 წლის ბიჭები მოკლეს

საზარელი ტრაგედია თბილისში, გურამიშვილის გამზირის 78 ნომერში 24 ივლისს ღამით მოხდა. მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინაში 2 ახალგაზრდის ცხედარი ერთ-ერთი მოკლულის, შალვა ტყემალაძის მამამ იპოვა.

ბინა შალვა (შაკო) ტყემალაძის იყო. მეორე გარდაცვლილი გუგა ტაბაღუა, შაკოს უახლოესი მეგობარი, სენაკიდანაა და გერმანიაში სწავლობდა.

როგორც „კვირის პალიტრასთან“ ტყემელაძის ახლობელი ჰყვება, შაკო უცხოეთში სწავლობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მშობლებმა ბინა მის ჩამოსვლამდე გაარემონტეს, დედ-მამა იქვე ახლოს ცხოვრობს. ბინაში წინა დღეს სუფრაც იყო გაშლილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით მოკლა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოს გავლით დატოვა.

ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომ ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან ერთ-ერთს იარაღი გაუვარდა და მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, მომხდარით შეძრწუნებულმა, თავი მოიკლა. ოფიციალურად საგამოძიებო უწყებაში ამ ვერსიას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

მეზობლების თქმით, კამერები კორპუსში ყველა მხარეს აყენია და ეს გამოძიებას დაეხმარება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close