მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა

გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა.

გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში თავშესაფარის მოთხოვნით 2111 განაცხადი შევიდა, 2018 წლის იანვარ-ივნისში კი ეს მაჩვენებელი 2640-ს შეადგენდა.

ამასთან, კლების დინამიკა ფიქსირდება თვეების მიხედვითაც. თუ 2019 წლის იანვარში შესაბამისი მოთხოვნით გერმანიის შესაბამის სამსახურში 534 განაცხადი შევიდა, ივნისში 182 მოთხოვნა დაფიქსირდა.

2018 წელს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების 4265 განაცხადი იყო შესული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 23 პროცენტით აღემატებოდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close