მედიცინამსოფლიოპოლიტიკა

გერმანია დეპორტაციის წესებს ამარტივებს

ოთხშაბათს, 17 აპრილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც დეპორტაციას დაქვემდებარებული პირების ქვეყნიდან გაძევებას აიოლებს.

საკანონმდებლო ინიციატივა „მოწესრიგებული გაძევების შესახებ“ (Geordnete-Rückkehr-Gesetz), რომელიც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეხოფერმა (Horst Seehofer) შეიმუშავა, სხვა ახალი წესების შემოღებასთან ერთად, აუქმებს დეპორტაციის ხელშემშლელ რიგ პირობას და მთავრობას საშუალებას აძლევს, უფრო ფართოდ გამოიყენოს დეპორტაციას დაქვემდებარებული პირების პატიმრობაში აყვანის უფლება.

დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება და შესაძლოა უკვე საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდეს.

ახალი კანონი განსაზღვრავს, რომ წინასწარი დაკავების ცენტრებში ადგილების უკმარისობის გამო პირები, რომლებთან დაკავშირებითაც დეპორტაციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შეიძლება ჩვეულებრივ ციხეებში განათავსონ. ეს დებულება ოპოზიციისა და დევნილების დასახმარებლად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია.

აგრეთვე, დევნილებისთვის, რომლებიც თავიან ნამდვილ ვინაობას მალავენ, შემოიღებენ სტატუსს: „დაუდგენელი ვინაობის პირები, რომელთა გფრ-ის ტერიტორიაზე ყოფნის შეგუება გვიწევს“. ეს სტატუსი მოწოდებულია არ დაუშვან, რომ ასეთ უცხოელებს საშუალება ჰქონდეთ, გერმანიაში ლეგალურად ცხოვრების უფლება მიიღონ. დღეისათვის დევნილებს, რომლებიც უკვე 8 წელია გერმანიაში ცხოვრობენ, გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ გფრ-ში მუდმივად ცხოვრების უფლება მიიღონ.

ზეეჰოფერის კანონპროექტში წერია, რომ ის, ვინც ყველა შესაძლებლობას არ იყენებს საკუთარი წარმოშობის ქვეყნიდან პაპორტის მისაღებად, შესაძლოა დაჯარიმდეს, ან გფრ-ში საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება შეეზღუდოს.

დღეისათვის გერმანიაში დაახლოებით 240 ათასი უცხოელია, რომელთა დეპორტაციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მათგან 184 ათასის დეპორტაცია გადავადდა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, სამედიცინო თუ ჰუმანიტარული მოსაზრებებით, თუმცა ამ ადამიანების უმეტესობის ქვეყნიდან გაძევებას გერმანია ვერ ახერხებს აუცილებელი დოკუმენტების არარსებობის გამო.

2018 წელს გერმანიიდან 25 ათასი უცხოელის დეპორტაცია მოხდა, მათ შორის იყო საქართველოს 531 მოქალაქეც (შსს-ს ოფიციალური მონაცემი).

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: https://www.dw.com/ru

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ლეგალური დასაქმება გერმანიაში

მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება გაუმარტივდებათ

ცისფერი ბარათი – გერმანიაში მუშაობის განსაკუთრებული უფლება

სამუშაოს პოვნა გერმანიაში – როგორ უნდა ეძებოთ ვაკანსიები

სწავლა და მუშაობა გერმანიაში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – ფაქტები და ციფრები

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close