იტალიურმა პრესამ მკაცრად გააკრიტიკა „ფერარის“ პილოტი სებასტიან ფეტელი იმ ავარიის შემდეგ, რომელიც ბრიტანეთის გრან პრის მიმდინარეობისას სილვერსტოუნის ტრასაზე მოხდა.
გერმანელი პილოტი უკნიდან დაეჯახა „რედ ბულის“ წევრ მაქს ფერსტაპენს, რის გამოც, იძულებული გახდა ბოქსებში შესულიყო, გარდა ამისა, მიიღო 10-წამიანი ჯარიმა და რბოლა მე-16 ადგილზე დაასრულა. მისმა თანაგუნდელმა შარლ ლეკლერმა კი, თავის მხრივ, ბრწყინვალე ბრძოლა აჩვენა ფერსტაპენის წინააღმდეგ და მესამე ადგილი დაიკავა.
„ფერარის“ ახალი ლიდერი ჰყავს – შარლ ლეკლერი მებრძოლი და ენერგიული პილოტია, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, მოიგო „ფერარის“ გულშემატკივართა გულები.
ფეტელმა აჩვენა, რომ არ არის ის პილოტი, რომლის ხილვაც თავის რიგებში სურს „ფერარის“. ცხადია, რაღაც არ მუშაობს“, – ამტკიცებს გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ (La Gazetta dello Sport).
გაზეთი „სტამპაც“ (La Stampa) იზიარებს აზრს, რომ ფეტელის დრო „ფერარის“ პირველი პილოტის რანგში დასასრულს მიუახლოვდა:„ფეტელმა ისევ დაკარგა თავი, მაშინ როცა ახალგაზრდა ლეკლერის პრესტიჟი იზრდება. „ფერარის“ პრობლემა აქვს. ბინოტო უფროსი ძმასავით იცავს ფეტელს, მაგრამ პილოტის კრიზისს, როგორც ჩანს, ბოლო არ აქვს“.
1tv.ge
კომენტარები