მსოფლიოკრიმინალი

მექსიკაში „რუს ნაცისტს“ მკვლელობისთვის 37,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მექსიკის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, ალექსეი მაკეევს მკვლელობისთვის 37 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური მექსიკის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასამართლომ მაკეევს მსხვერპლის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 405 ათასი პესოს (დაახლოებით 22 ათასი დოლარი) გადახდაც დააკისრა.

მექსიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია მოითხოვოს, რომ იგი რუსეთს გადასცენ და სასჯელი სამშობლოში მოიხადოს, თუმცა როგორც მექსიკაში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, მაკეევს ჯერ ასეთი თხოვნით მათთვის არ მიუმართავს.

ალექსეი მაკეევი ლათინოამერიკულ მედიაში „რუსი ნაცისტის“ სახელით არის ცნობილი. ის მექსიკელების შეუარცხმყოფელ და მუქარის შემცველ ვიდეოებს ინტერნეტში აქვეყნებდა, თან ნაცისტურ სიმბოლიკას ურთავდა.

2017 წლის 19 მაისს ცნობილ საკურორტო ქალაქ კანკუნში მაკეევის საცხოვრებელ სახლს ალყა შემოარტყეს და რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ. დაპირისპირების დროს ერთი მექსიკელი გარდაიცვალა, თავად მაკეევმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ იგი დააპატიმრეს და განზრახ მკვლელობაში ბრალი წაუყენეს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close