„მინდა, რომ შვილი ვნახო ცოცხალი“ – საბერძნეთში დაკარგულ 16 წლის ქართველ გოგოს მე-10 დღეა ეძებენ

მე-10 დღეა სა­ბერ­ძნეთ­ში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძებენ. როგორც ლ. მ-ს მამა ჯიმშერი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, თავისი შვილის შესახებ სიახლე არ აქვს.

„მინდა, რომ შვილი ვნახო ცოცხალი. სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ წინასწარ არაფერს არ ვამბობ. დღედაღამ ვათენებთ ტელეფონთან და ინტერნეტთან, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გამიგია, პასუხი ვის მოვთხოვო. მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და პოლიციასაც მივმართე, მაგრამ მომთხოვეს პირადობის ასლი. ყველა დოკუმენტი ქალიშვილს აქვს წაღებული. საპასპორტოში მივედი, მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, – ამბობს ჯიმშერ მ.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქო­ბუ­ლე­თის რაიონ სოფელ სა­მე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, ხოლო სა­ბერ­ძნეთ­ში ლ. მ. დედამთილ­თან, მულთან, მეუღლესა და ხუთი თვის შვილ­თან ერ­თად ცხოვრობდა.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მამა ჯ. მ. ემიგ­რან­ტებს სთხოვს, რომ თუკი რა­ი­მე ინფორმაციას ფლო­ბენ ათენ­ში და­კარ­გუ­ლი 16 წლის გო­გო­ნას შე­სა­ხებ, დაუკავშირდნენ ნო­მერ­ზე: 571757920

 

ამავე თემაზე: საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას, 5 თვის ბავშვის დედას, მეექვსე დღეა ეძებენ

კომენტარები