საზოგადოებასაბერძნეთისპორტი

ნემეური თამაშები – მიიღეთ მონაწილეობა, გახდით ისტორიის ნაწილი!

ყველასათვის ცნობილია, რომ ანტიკურ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშები იმართებოდა. ამავე დროს, ცოტამ თუ იცის, რომ ეს არ იყო ერთადერთი სპორტული ღონისძიება, რომელსაც ძველი ბერძნები ატარებდნენ. ანტიკური ოლიმპიას მსგავსად შეჯიბრებები კიდევ ერთ ადგილას იმართებოდა. ნემეური თამაშები – საერთობერძნული ასპარეზობები – არგოლისში (კორინთოს მახლობლად), ნემეის ველზე (ნემეა – პატარა ძველბერძნული ქალაქი პელოპონესის ჩრდილო-აღმოსავლეთით), ზევსის საკურთხეველთან ტარდებოდა.

მითოსის თანახმად, ამ ზეიმის დაარსება მიეწერება არგოლისის მეფე ადრასტოსს. უფრო გავრცელებული ვერსიით, ზეიმი დააწესა გმირმა ჰერაკლემ მას შემდეგ, რაც ნემეის მძვინვარე ლომი მოახრჩო. ნემეები ტარდებოდა ოლიმპიადის ყოველ მეორე და მეოთხე წელს. მოასპარეზეები ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულის ჯილდო იყო ზეთისხილის ხის ყლორტების გვირგვინი.

დღეს ოლიმპიური თამაშები მსოფლიო მასშტაბით ტარდება და საყოველთაო ყურადღებას იპყრობს, ნემეური თამაშები კი ნაკლებადაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ბერძნები თავიანთ ტრადიციას არ ღალატობენ და ეს ტურნირი დღესაც იმართება. ამ სპორტულ ღონისძიებაში ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია მონაწილეობა.

ქართველებმა უკვე რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა თანამედროვე ნემეის თამაშებში და წარმატებებსაც მიაღწიეს. ვისაც გსურთ თავი გამოიჩინოთ და თქვენი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ, გაცნობებთ, რომ მომავალი ნემეის თამაშები 2020 წლის 27 ივნისს გაიმართება. ამჟამად მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის უნდა გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე და შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემებით.

http://focusonweb.eu/nemean_games/?fbclid=IwAR3tGzemeu2t4P0Vjlwh2UwYEcGls1PRnE1byYsrN1MJuYXY-tG8wLxtHCY

რეგისტრაცია 2020 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება. შეჯიბრებაში სულ 1500 მოყვარული სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად უკვე დარეგისტრირდა 382 მსურველი. შეჯიბრება ჩატარდება ორ სახეობაში: სირბილი 100 მეტრ და 7 500 მეტრ დისტანციებზე. თუკი რეგისტრაციასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, მოგვწერეთ და დაგეხმარებით.

გიორგი ჯანელიძე

აქვე გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც ასახულია გასულ წლებში ნემეის თამაშებზე ქართველების მონაწილეობა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close