„მინდა, რომ შვილი ვნახო ცოცხალი“ – საბერძნეთში დაკარგულ 16 წლის ქართველ გოგოს მე-10 დღეა ეძებენ
მე-10 დღეა საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ. როგორც ლ. მ-ს მამა ჯიმშერი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, თავისი შვილის შესახებ სიახლე არ აქვს.
„მინდა, რომ შვილი ვნახო ცოცხალი. სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ წინასწარ არაფერს არ ვამბობ. დღედაღამ ვათენებთ ტელეფონთან და ინტერნეტთან, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გამიგია, პასუხი ვის მოვთხოვო. მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და პოლიციასაც მივმართე, მაგრამ მომთხოვეს პირადობის ასლი. ყველა დოკუმენტი ქალიშვილს აქვს წაღებული. საპასპორტოში მივედი, მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, – ამბობს ჯიმშერ მ.
გაუჩინარებული გოგონას მშობლები საქართველოში, ქობულეთის რაიონ სოფელ სამებაში ცხოვრობენ, ხოლო საბერძნეთში ლ. მ. დედამთილთან, მულთან, მეუღლესა და ხუთი თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა.
გაუჩინარებული გოგონას მამა ჯ. მ. ემიგრანტებს სთხოვს, რომ თუკი რაიმე ინფორმაციას ფლობენ ათენში დაკარგული 16 წლის გოგონას შესახებ, დაუკავშირდნენ ნომერზე: 571757920
ამავე თემაზე: საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას, 5 თვის ბავშვის დედას, მეექვსე დღეა ეძებენ
კომენტარები