fbpx
მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთი

აუტანელი პირობები ათენის საიმიგრაციო საპყრობილეში

ათენში, პეტრუ რალის ქუჩაზე მდებარე საპყრობილე არალეგალური იმიგრანტებისთვისაა განკუთვნილი. დაწესებულებაში აუტანელი სანიტარიული პირობებია. დაკავებულები და ზედამხედველები თითქმის ერთნაირად იტანჯებიან. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა PROTOTHEMA ავრცელებს.

ბერძნული გაზეთის ინფორმაციით, დაწესებულებაში მოუგვარებელია ნაგვის გატანისა და დასუფთავების საკითხები, შედეგად, შენობა სავსეა ტარაკნებითა და ვირთხებით. სიტუაცია არათუ ევროპულ ქვეყანას არ შეეფერება, არამედ მესამე სამყაროს ბევრ ქვეყანაშიც კი იშვიათობაა ასეთი ქაოსი. გაზეთის მიერ გავრცელებლი სურათებიდან ჩანს დაკბენილი ადამიანები.

ყველაზე საგულისხმო კი კედელზე გამოკრული განცხადებაა, რომელშიც ვკითხულობთ: „გთხოვთ, ნუ ჩააქრობთ შუქს, რათა ტარაკნები არ გამოვიდნენ”.

„პროტოთემას“ სტატიისა და სურათების სანახავად გადადით ლინკზე:

https://bit.ly/2XOHIYr

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close