საზოგადოებასაბერძნეთი

„იეჰოვას მოწმეების“ ყრილობა ათენში

5 ივლისს ათენში „იეჰოვას მოწმეების“ ყრილობა დაიწყო. ყრილობა 7 ივლისამდე გაგრძელდება და მასში 40 ათასი კაცი მიიღებს მონაწილეობას. უცხოეთის 50 ქვეყნიდან ათენს 6 ათასი „მორწმუნე” ეწვია. პირველი საჯარო შეკრება ათენის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა.


ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მორწმუნეებს შეახსენებს, რომ ე.წ. იეჰოვას მოწმეები ერეტიკოსების გაერთიანებაა. ეკლესია მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და არ მოექცნენ მწვალებლური პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში კონსტიტუციით დაცულია გამოხატვის თავისუფლება და თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი სახის რადიკალური ქმედება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close