საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში კუნძულზე დასახლების მსურველებს ეძებენ

იონიის ზღვაში მდებარე ბერძნული კუნძული ანდიკიტირა, რომლის ფართობიც 20 კვადრატული კილომეტრია, კუნძულზე დასახლების მსურველებს ეძებს. ამის შესახებ DAILY MAIL-ი წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებითა და კლიმატით კუნძული ზღაპრულ ბაღს ჰგავს, მასზე მუდმივად მხოლოდ 24 ადამიანი ცხოვრობს, ზაფხულში კი მოსახლეობა რიცხვი 40-მდე იზრდება.

ამის გამო ანდიკიტირას ხელისუფლება იწვევს ახალგაზრდა ოჯახებს, რომლებიც კუნძულზე დასახლდებიან. თითოეულ ოჯახს ანდიკიტირას ადმინისტრაცია სახლს და მიწის ნაკვეთს გამოუყოფს, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია სამი წლის მანძილზე ყოველთვიურად 500 ევროს გადაუხდის.

ამასთან ერთად, ანდიკიტირაზე დასახლების მსურველებმა კონკურსი უნდა გაიარონ. ახლა კუნძულზე მეთევზის, მშენებლის და პურის მცხობლის ვაკანსიები არსებობს. ანდიკიტირა კუნძულ კრეტიდან ბორნით ორი საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ათენში  თვითმფრინავით კი 45 წუთში ჩაფრინდებით.

იონიის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაშია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close