არქეოლოგებმა რომში ღვთაება დიონისეს ქანდაკების მარმარილოს თავი აღმოაჩინეს. დიონისე ძველი ბერძნების მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთი იყო, მისი რომაული ანალოგი კი ღვინის, ცეკვისა და ნაყოფიერების ღმერთი ბახუსია.
აღმოჩენა ქალაქის ცენტრში მიმდინარე გათხრებისას მოხდა, ძველი რომის ფორუმის ნანგრევების სიახლოვეს. მეცნიერთა ვარაუდით, ღვთაების თავი იმპერიული ხანის მარმარილოს დიდი ქანდაკების ნაწილი უნდა ყოფილიყო.
მარმარილოს თავი არქეოლოგებმა შუასაუკუნეების კედელთან მიმდინარე გათხრებისას იპოვეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თავი ღვთაება დიონისეს, რომაელებისთვის – ბახუსს განასახიერებს.
კომენტარები