fbpx
ისტორიაიტალიაკულტურა

რომში ღვინის ღმერთ დიონისეს მარმარილოს ქანდაკების თავი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა რომში ღვთაება დიონისეს ქანდაკების მარმარილოს თავი აღმოაჩინეს. დიონისე ძველი ბერძნების მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთი იყო, მისი რომაული ანალოგი კი ღვინის, ცეკვისა და ნაყოფიერების ღმერთი ბახუსია.

აღმოჩენა ქალაქის ცენტრში მიმდინარე გათხრებისას მოხდა, ძველი რომის ფორუმის ნანგრევების სიახლოვეს. მეცნიერთა ვარაუდით, ღვთაების თავი იმპერიული ხანის მარმარილოს დიდი ქანდაკების ნაწილი უნდა ყოფილიყო.

მარმარილოს თავი არქეოლოგებმა შუასაუკუნეების კედელთან მიმდინარე გათხრებისას იპოვეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თავი ღვთაება დიონისეს, რომაელებისთვის – ბახუსს განასახიერებს.

არქეოლოგთა განცხადებით, თავი კედელში იყო ჩაშენებული, ანუ ხელახლა იყო გამოყენებული სამშენებლო მასალად, რაც შუასაუკუნეებში ხშირად ხდებოდა.

ქანდაკების სახე დახვეწილი, გრაციოზული, ახალგაზრდული და ფემინურია — ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის მართლაც დიონისეს ასახავს.

რომის მერის, ვირჯინია რაგის განცხადებით, ქანდაკების თავი გაწმენდის შემდეგ გამოიფინება.

რომის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის, კლაუდიო პარისის თქმით, ქანდაკების თავი ძვ. წ. I – ახ. წ. II საუკუნეებს შორის პერიოდს მიეკუთვნება.

ბერძნულ მითოლოგიაში დიონისე ზევსისა და თებეს მეფის მოკვდავი ქალიშვილის, სემელას ვაჟი იყო.

დიონისეს კულტი მოგვიანებით რომაულმა პანთეონმაც გადაიღო, სადაც მას ბახუსი უწოდეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close