იტალიასაზოგადოება

გენუაში მორანდის ხიდი ააფეთქეს (ვიდეო)

იტალიის ქალაქ გენუაში მორანდის ხიდი ააფეთქეს. აფეთქებამდე ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მცხოვრების ევაკუაცია მოხდა.

ექსპერტებმა ერთ წლის წინ ჩამონგრეული ხიდის ბეტონისა და ფოლადის ნარჩენები ააფეთქეს, რომელთა საერთო მასა დაახლოებით 4500 ტონას შეადგენდა.

აფეთქების შემდეგ ქალაქში მტვრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლები გაუშვეს.

გენუაში მორანდის ხიდი გასული წლის 14 აგვისტოს ჩამოინგრა. ტრაგედია პიკის საათში მოხდა, როდესაც ხიდზე ბევრი ავტომობილი იმყოფებოდა. ნგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი.

ნახეთ შთამბეჭდავი ვიდეო:

ამავე თემაზე: გენუაში ჩამონგრეული ხიდის ადგილას ახალი ვიადუკის მშენებლობა დაიწყო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close