fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

დამოუკიდებელი დეპუტატი: „ხალხმა არ უნდა მისცეს არც ერთ მხარეს საშუალება, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის ელემენტები შემოიტანონ“

მშვიდობიანად იყვნენ ადამიანები, მაგრამ პროვოკატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისინი გამოიყენა, თუ აქვს თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაფასოს იმ პროვოკატორი ადამიანების მოწოდებები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

მან გუშინდელი მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს.

„როდესაც უმრავლესობაში ვიყავი, მაშინაც ვეუბნებოდი კობახიძეს უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო, უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე. ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს. სიტუაცია ახლაც სამარცხვინოა. დღევანდელი მოცემულობა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდებაა. ეს გადაყენება აღარ არის, ეს გაგდება უნდა იყოს. ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, რაც გუშინ ჩაიდინეს. რად ღირს იმ ახალგაზრდა ადამიანების თვალის ჩინი, პარლამენტის თავმჯდომარე რომ კობახიძე კაბინეტში იჯდეს? იმ ადამიანების დასახიჩრება მაგის გამო მოხდა?“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი შეფასებით, მშვიდობიანი პროტესტი გარდაუვალია.

„ეს ორი სიმახინჯე, რაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, მათ მიმართ მშვიდობიანი პროტესტია გასაკეთებელი, რომ რაც პოლიტიკაში სულდახუთულობაა, უნდა დასრულდეს. ადამიანები, რომლებიც მიდიან ბუნებრივი პროტესტის გამოსახატად, პროვოკაციისა და რაღაც ავადმყოფური ვნებების მსხვერპლნი ხდებიან. მშვიდობიანად იყვნენ ადამიანები, მაგრამ პროვოკატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადამიანები გამოიყენა. ძალიან მძიმე სიტუაციაა. თუ აქვს თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაფასოს იმ პროვოკატორი ადამიანების მოწოდებები და შესაბამისი რეაგირება გააკეთოს, მაგრამ მშვიდობიან ადამიანებზე მთელი ღამე დევნა, როდესაც პროცესი და საფრთხე არავის აღარ ემუქრება, ეს დევნა რა იყო, რა უბედურება იყო“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამასთან დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხალხმა არ უნდა მისცეს არც ერთ მხარეს საშუალება, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის ელემენტები შემოიტანონ.

„ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც გუშინ კანონიერების ჩარჩოდან გავიდა. მოწოდება პარლამენტში შეჭრაზე, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ასევე ღამის ოთხ საათზე ადამიანების დევნა აბსოლუტურად მიუღებელია.

გუშინდელი აქცია დასაწყისში ლეგიტიმური და მშვიდობიანი აქცია იყო. მე არასდროს არ მოვუწოდებდი ადამიანებს პარლამენტის შენობის შტურმისკენ, სადაც ამის საჭიროება არასდროს არ არის.

…მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. არაფერი არ გაამართლებს, არც სიბინძურის სამინისტროს ჩართულობა არ გაამართლებს. რაც გუშინ ხელისუფლებამ გააკეთა ეს ამბავი არ მართლდება. არც პარტიის შენობაში შესვლას ვაპირებ. ამ ადამიანებთან საერთოდ აღარაფერი მესაქმება. ამ უგუნურ და უპასუხისმგებლო ადამიანებთან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

წყარო: 1 tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close