fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია ეხმაურება.

ბრიტანული „ბიბისი“ წერს, რომ რუსი კანონმდებლის მიერ პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსრატაციის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ და „მათი შეჩერება სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით შეძლო“. BBC აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც განახორციელა.

აქვე აღნიშნულია, რომ 10 ათასამდე აქციის მონაწილე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლის კობახიძესა და სხვა მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოუწოდებენ. „ბიბისის“ მოჰყავს ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას ციტატა, რომ აქცია პარლამენტის წინ „რიგითი ქართველების სპონტანური პროტესტი“ იყო.

როგორც ამერიკული (აშშ) საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“ (AP) წერს, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქის დასარბევად სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. გამოცემას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დავით სერგეენკომ განუცხადა, რომ შეტაკების შედეგად დაშავებული 70-მდე ადამიანი, 39 პოლიციელი და 30 მოქალაქე გადაყვანილია საავადმყოფოში. სააგენტოს ინფორმაციით, დემონსტრაციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სამართალდამცველებს.

გერმანული „დოიჩე ველე“ კი წერს, რომ რუსული დელეგაციის ვიზიტით შეურაცხყოფილი ათასობით ადამიანი პროტესტის გამოსათქმელად შეიკრიბა, მას შემდეგ, რაც 10 წელზე მეტი ხნის წინ, ორ ქვეყანას შორის ომის დროს, საქართველომ თავისი ორი დიდი რეგიონი დაკარგა.

„რუსული პოლიტიკური გავლენა სენსიტიური საკითხია საქართველოსთვის, რომლის რეგიონები რუსეთმა მიიტაცა“, – წერს „დოიჩე ველე“.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსიც“ (Reuters). მისი ინფორმაციით, ქართველები რუსი კანონმდებლის ვიზიტმა განარისხა და ისინი პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ.

„პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმესაათიანი დაძაბულობის შემდეგ, ათობით ადამიანი რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვებით მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – წერს „როიტერსი“.

სააგენტოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ციტატა მოყავს, სადაც მთავრობის მეთაური პარლამენტის წინ არსებულ ვითარებას „ოპოზიციური ძალების მიერ პროვოცირებულად“ აფასებს და აცხადებს, რომ პოლიცია არასდროს გამოიყენებს რეზინის ტყვიებსა და გაზს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.

წყარო: 1 tv.ge

ამავე თემაზე: თბილისში რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს (ვიდეო)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close