fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

თბილისში რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს (ვიდეო)

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია.

ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა. სხდომა სასტუმრო „რადისონში“ გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც.

გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა სერგეი გავრილოვს, რომელმაც სასტუმრო „რადისონის“ შენობა დატოვა, წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია გრძელდება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close