ფოთელი 8 წლის საბა გოგია უშუ კუნგფუში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში უშუ კუნგფუს მე-8 მსოფლიო ჩემპიონატზე ფოთელმა 8 წლის საბა გოგიამ ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირში 50 ქვეყნის 5000 სპორტსმენი მონაწილეობს.

„მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრები 11 სპორტსმენით მონაწილეობს. გუნდს სათავეში უდგას უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ვერულიძე, რომელიც ამჟამად იქ იმყოფება. მან ამ დილით გვაცნობა მეტად სასიხარულო ამბავი, რომ საბა გოგიამ გუნშუს საჩვენებელ გამოსვლაში, გრძელი იარაღით პირველი ადგილი მოიპოვა და დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ძალიან საამაყოა, რადგან საბა პირველადაა ამ დონის ჩემპიონატზე და ეგრევე დაეუფლა ოქროს მედალს. დღის მეორე ნახევარში გამოდის მეორე ფოთელი სპორტსმენი 11 წლის სოფიკო აფხაზავა. ის ევროპის ჩემპიონია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ“, – განაცხადა ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უშუს ჯგუფის მწვრთნელმა ვასილ დუნდუამ.

კომენტარები