fbpx
მოგზაურობასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ტურისტებს კოღოს მიერ გავრცელებული საშიში ვირუსის შესახებ აფრთხილებენ

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად საბერძნეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში ჩასულ სტუმრებს კოღოს მიერ გავრცელებული „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსის შესახებ აფრთხილებენ.

The Guardian-ის ცნობით, საბერძნეთის საგარეო უწყება ქვეყანაში დამსვენებლებს ვირუსისგან თავის დასაცავად შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვს.

საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დანაი პერვანიდუს განცხადებით, ვირუსი საბერძნეთში თავდაპირველად გადამფრენი ფრინველებისგან გავრცელდა. „ყველას ვუწევთ რეკომენდაციას, ბუნებაში ყოფნისას გრძელსახელოებიანი მაისურები ჩაიცვან, მოერიდონ ჭაობებთან მიახლოებას და კოღოებისგან დამცავი საშუალებები გამოიყენონ“, – აცხადებს პერვანიდუ.

შარშან „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსით საბერძნეთში 316 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 50 გარდაიცვალა. შემთხვევები დაფიქსირდა როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში.

info9.ge

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close