რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

ორნელა მუტის 6-თვიანი პატიმრობა საბოლოოდ მიესაჯა

იტალიელი მსახიობის, ორნელა მუტისთვის მისჯილი 6-თვიანი პატიმრობა იტალიის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამის თაობაზე ANSA წერს.

სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა 2010 წელს მსახიობის მიერ სპექტაკლის გაცდენის გამო. ორნელა მუტის პორდენონეში, ვერდის თეატრში, შოუში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიწვევას მიანიჭა უპირატესობა და ამ დღეს სანკტ-პეტერბურგში გალა ვახშამზე იმყოფებოდა ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთან, კევინ კოსტნერთან ერთად, თეატრის ადმინისტრაციას კი ყალბი ცნობა წარუდგინა, თითქოს მწვავე ლარინგო-ფარინგიტით იყო ავად და სპექტაკლი ამიტომ გააცდინა.

თეატრის ადმინისტრაციამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მსახიობის წინააღმდეგ. გამოძიების მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ ცნობა ყალბი იყო და ორნელამ მისთვის კერძო ექიმს ფული გადაუხადა.

მსახიობი პირობით ვადამდე გათავისუფლების სანაცვლოდ ვერდის თეატრს, რომელიც ორნელა მუტის უსაქციელობის გამო დაზარალდა, 30 ათას ევროს გადაუხდის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close