ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ დალასში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
სამშენებლო ამწე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და ახლომდებარე ავტოსადგომს დაეცა, რის შედეგადაც შენობის ოთხი სართული და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
ამწის ჩამოვარდნის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
კომენტარები