აშშ-ის 4 შტატში ისტორიაში უდიდესი წყალდიდობაა

მისური, წყალდიდობა
ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონის ოთხი შტატი – ნებრასკა, აიოვა, მისური, კანზასი – ისტორიაში უდიდესი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა. წყალმა დაფარა ასიათასობით კვადრატული კილომეტრი, დატბორილია ქალაქები და სოფლები, ბიზნესები და სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ჩემს შტატში, აიოვაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 99 ოლქიდან 56 ოლქი გამოაცხადა კატასტროფის ზონად. ამ ოლქებს ფედერალური ფონდიდან გამოეყოფათ თანხა, რომ კატასტროფას გაუმკლავდნენ და აღადგინონ ბიზნესები, სახლები და სამეურნეო დანაკარგი. ზარალმა მარტო აიოვას შტატში 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ისეთი ადგილებია დატბორილი, სადაც ფერმერებს ბოლო 70 წლის განმავლობაში არ უნახავთ წყალდიდობა.

თინა ბედიაშვილი

აიოვას შტატი, აშშ

კომენტარები