რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

საინტერესო ფაქტები ფერების შესახებ

ფერები ყველგანაა. ჩვენ მათ ჩვეულებრივად აღვიქვამთ და არასდროს ვუფიქრდებით, როგორ ზეგავლენას ახდნენ ჩვენს ქვეცნობიერზე, სამყაროს აღქმასა თუ განწყობაზე. ხშირად სწორედ რომ ფერი ხდება ცხოვრების სტილის, კარიერის, რაიმე გადაწყვეტილების არჩევის გადამწყვეტი ფაქტორი.

ფერის შესახებ საკმაოდ საინტერესო ფაქტები არსებობს, რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის:

მამაკაცები და ქალები ფერებს განსხვავებულად აღიქვამენ. ქალები უამრავ ელფერს არჩევენ, მამაკაცები კი მხოლოდ ფერის ყველაზე მკვეთრ ელფერს ხედავენ.

 

ვერცხლისფერი ავტომობილები შედარებით უსაფრთხოა. დამტკიცებულია, რომ ამ ფერის მანქანები უფრო კარგად მოჩანს გზებზე როგორც დღის, ისე ღამის განათებაზე და შესაბამისად, ნაკლებად ხვდება საავარიო სიტუაციაში.

ვარდისფერი – სა­უკეთესო და­მამშვიდებელი ფერია. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ბარბისა და პლანეტის ყველა ქერათმიანი ქალბატონის საყვარელ ფერს დამამაშვიდებელი მოქმედება აქვს, ამიტომაც ფსიქიატრიულ კლი­ნიკებსა და საპყრობილეებში კედლებს ვარდისფრად ღებავენ. ეს ფერი ნერვებს ამშვიდებს და ფიქრებს პოზიტიურ მიმართულებას აძლევს.

მკვეთრი ფერი – წარმატებისკენ მიმავალი გზის ფერია. უცხო ადამიანის ჩვენეული აღქმის 60-90% ფერზეა დამოკიდებული. თუ ადამიანს მკვეთრი და თბილი ფერის ტანისამოსი აცვია, მასთან იოლად შევდივართ კონტაქტში, მაშინ როცა მუქი ფერის ტანისამოსის მოყვარული ადამიანი უფრო მარტოსული და თავის თავში ჩაკეტილია.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფერი ლურჯია. მას თავის საყვარელ ფერად გამოკითხულთა 40% ასახელებს. მეორე ადგილზე 14%-ით იასამნისფერია.

ყვითელი ფერი მადის საუკეთესო მეგობარია. ამ ფერს ხშირად ნახავთ რესტორნებსა თუ კაფეებში. თურმე ყვითელი და ფორთოხლისფერი მადას აღვიძებს, ამიტომაც თუ დიეტა გადაწყვიტეთ, ამ ფერებს მოერიდეთ.

ქრომატოფობია – გარკვეული ფერების შიშიაა. ქრომატოფობია ვლინდება კონკრეტულ ფერზე ადამიანის ზედმეტად მკვეთრი რეაქციით, ხანდახან კი ამ ფერის ცხოვრებიდან საერთოდ ამოშლით. ამ დაავადების სიმპტომებია: ქოშინი, თავბრუსხვევა, პანიკა და შფოთვა, წნევისა და გულის პულსის მომატება და ჟრჟოლა. საბედნიეროდ, ეს სენი იკურნება.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: გაიგეთ თქვენი სახელის ფერი და მისი მნიშვნელობა

როგორ სიზმრებს ხედავთ? – სიზმრის ახსნა ფერების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close