საზოგადოებასაქართველო

გორელი ძაღლის მიუსაფარი ცხოვრება ჰოლივუდური HAPPY END-ით დასრულდა

გორელი ლეკვი, სახელად „ჯორჯი“ (GEORGIE) ჰოლივუდში მიემგზავრება. ძაღლი ამერიკული ტელესერიალის, CASTLE-ის მსახიობებმა – სიმუს და ჯულია დევერებმა „გუდვილთან“ ახლოს ავტოგასამართ სადგურზე იპოვნეს.

მათ ტვიტერზე დაწერეს ამის შესახებ და „ჯორჯს“ პატრონიც გამოუჩნდა – მისი შეფარების და მოვლის სურვილი ტელესერიალების პროდიუსერმა მარტა ევრისმა გამოთქვა. ცოტა ხანში საყვარელი ცუგა კალიფორნიაში გაემგზავრება და სერიალ Castle-ის „ოჯახის წევრი“ გახდება.

„გამხდარი და რწყილებით სავსე ძაღლი გორთან, „გუდვილის“ მაღაზიასთან ზუსტად იმ დროს მივიდა, რომ განსაკუთრებულ წყვილს შეხვედროდა. ჯულიანა დევერი და სიმუს დევერი ბათუმიდან თბილისში მიდიოდნენ, როდესაც ეს ციცქნა „ბიჭუნა“ შეხვდათ, მათ დახმარება გადაწყვიტეს და ჩვენ მოგვმართეს“, – ამის შესახებ  ორგანიზაცია „Dog organization Georgia“ სოციალურ ქსელში წერს. „ჯორჯი“ ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. ორგანიზაცია სიკეთისა და გულმოწყალებისთვის მადლობას უხდის  სიმუსს, ჯულიას, სარას და ჯეინს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close