ქათმის ფილეს კატლეტები მილანურად

იტალიაში ამ კერძს იცნობენ, როგორც „ქათმის ფილეს კატლეტები მილანურად“, მაგრამ რადგან რეცეპტში არის ცვლილება და არ არის კლასიკური, მე მას ვუწოდე „ქათმის ფილეს კატლეტები ჩაშუშულ ბოსტნეულთან ერთად“.

ამ შემთხვევაში მომზადებისას გამოვიყენე სამხრეთელი იტალიელი ბებიის ხრიკი, რომელიც ორჯერ ავლებდა საფენელში, რათა ქათმის ფილეს სინოტივე ორმაგად შეენარჩუნებინა, გარედან კი უფრო ხრაშუნა ყოფილიყო. კერძი ძალიან გემრიელია და იმედია, ვახშმად თქვენც მოამზადებთ და მოგეწონებათ.

საჭირო პროდუქტი:

3 ნაჭერი ქათმის ფილე  (300 გ)

კვერცხი – 1 ც

პურის ფქვილი – 100 გ

ორცხობილის საფანელი  – 250-300 გ

ზეითუნის ზეთი – 100 გ

კარაქი – 100 გ

ხახვი – 1 საშუალო ზომის თავი

სტაფილო – 1 ც (საშუალო ზომის)

ყაბაყი – ერთი ცალი (საშუალო ზომის)

ბულგარული წიწაკა – 1 ცალი (საშუალო ზომის)

თეთრი მშრალი ღვინო – 40 მლ

ოხრახუში – 2-3 ღერი

მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება:

სამი ნაჭერი ქათმის ფილე გავრეცხოთ, შემდეგ დავწუროთ, გავამშრალოთ სამზარეულოს ქაღალდით. ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ მსუბუქად გათქვეფილ 1 ც კვერცხში, რომელსაც  დამატებული ექნება მცირეოდენი წყალი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით; ორცხობილის საფანელში, კვლავ კვერცხში და ბოლოს ისევ ორცხობილის საფანელში (ამ საფენელით ქათმის ფილე რჩება ნოტიო და გარედან კი – ხრაშუნა). შევწვათ ზეითუნის ზეთისა (ან მზესუმზირის ზეთის) და კარაქის ნაზავში.

სქელძირიან ტაფაზე ჩავშუშოთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი + ჩხირებად დაჭრილი სტაფილო + ბულგარული წიწაკა + ყაბაყი (ბოსტნეულის დამატებისას ინტერვალი დაიცავით 5 წთ ჩასაშუშად) + თეთრი მშრალი ღვინო (40 მლ). როდესაც აორთქლდება და ნახავთ, რომ ბოსტნეული დარბილდა, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

სერვირებისას კერძი სურვილისამებრ წარმოადგინეთ.

გისურვებთ წარმატებებს!

„ნინა ჯორჯიანას“ რეცეპტებიდან 

 

კომენტარები