პოლიციელებმა მოხუც კაცს დაკავების ნაცვლად მოპარული ტირამისუს თანხა გადაუხადეს

iStok
90 წლის რომაელმა მოხუცმა, რომელსაც ძალიან მოუნდა ტკბილეული და ფული არ ჰქონდა, ტირამისუ მოიპარა: იგი შევიდა სუპერმარკეტში, აიღო ერთი ულუფა ტირამისუ და ქურთუკის ქვეშ  დამალა, თუმცა მაღაზიიდან შეუმჩნევლად გამოსვლა ვერ შეძლო: მეპატრონემ გააჩერა მოხუცი და მისი თავის მართლების მიუხედავად პოლიცია გამოიძახა.

კოლომბოს კომისარიატის პოლიციის აგენტებმა, მაღაზიის უგულო მეპატრონისგან განსხვავებით, შეიცოდეს ხანდაზმული სენიორი, რომლის თქმით, მუდმივად არ ჰყოფნის თანხა; უფრო მეტიც, უყიდეს მას საჭმელი, გადაუხადეს მოპარული ტირამისუს თანხა და განყოფილების ნაცვლად მოხუცი სახლში მიაცილეს საპატრულო მანქანით.

წყარო: chedonna.it

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

კომენტარები