მოდა/სილამაზეnews

თაკო ნაცვლიშვილს რეკლამაში ჯულია რობერტსთან ერთად იღებენ

თაკო ნაცვლიშვილი რეკლამაში მსოფლიო ვარსკვლავ ჯულია რობერტსთან ერთად გამოჩნდება. ორ ლამაზმანს ერთად „კალცედონიას“ რეკლამაში იღებენ – ამ ინფორმაციას სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელს მენეჯმენტის“ მფლობელი ნინო ცქიტიშვილი ავრცელებს.

„Bonjour Julia!!!“ – ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Сalzedonia-ს სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გამოვა და საფრანგეთის მასშტაბით იტრიალებს“, – წერს ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.

ჯულია რობერტსი უკვე რამდენიმე წელია, რაც ბრენდ „კალცედონიას“ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს, თაკოსთვის კი ეს ამ ბრენდთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა იქნება.

იტალიური მოდური ბრენდი Сalzedonia კოლგოტებს, პლაჟის სამოსს და საცურაო კოსტიუმებს აწარმოებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close