ვისთვის იქნება ივნისი იღბლიანი თვე? – ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ცის კაბადონზე მდგომარეობა იცვლება, რაც, უპირველესად, ფინანსურ სფეროზე აისახება. სიჩქარეში შეიძლება მნიშვნელოვანი ნიუანსები გამოგეპაროთ, რაც მიმდინარე სურათს სრულიად შეცვლის, თუმცა ასტროლოგების მტკიცებით, ეს პრობლემა იმათ არ ემუქრებათ, ვინც ვარსკვლავების რჩევას ყურს უგდებს და ჰოროსკოპებს ყურადღებით ეცნობა.
დამდეგი ზაფხული, წინასგან განსხვავებით, გამორჩეულ ასტროლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებულ მკვეთრ რყევებს არ გვპირდება. მიმდინარე 2019 წლის ივნისში პლანეტები თანაბარ ენერგეტიკულ ფონს შექმნიან და მხოლოდ დროგამოშვებით თუ წარმოიშობა ისეთი პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. ზოდიაქოს ბევრი ნიშნის საქმიან სფეროში სიმშვიდე დაისადგურებს, როცა შემოსავლების ზრდას ხელს არაფერი შეუშლის, თუმცა ზოგიერთი ასტროლოგიური ასპექტი გარკვეულ არასტაბილურობას მოიტანს და სასურველია ამაზე ადრევე იზრუნოთ.
ვერძი
კირჩხიბში მოძრავი მარსი ვერძებს არა სპრინტის, არამედ მარათონისთვის განაწყობს. იოლი ფულის დევნა შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. სამუშაო უზარმაზარ ენერგეტიკულ დანახარჯებს მოითხოვს და ის ვერძებს მოსვენებას არ მისცემს, თუნდაც მათ შვებულებაში გასვლა სურდეთ. პირველიდან 20 ივნისამდე საქმეები განსაკუთრებით აქტიურ ჩარევას მოითხოვს, რის გამოც მნიშვნელოვანია დროის და ძალთა სწორი გადანაწილება სამუშაოს გამო გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად. იმისთვისაც უნდა მოემზადოთ, რომ მთელი ივნისის განმავლობაში თავს იჩენს გარკვეული წინააღმდეგობები, რომელთა დაძლევაც სწორი განწყობით მოხერხდება. გაითვალისწინეთ, რომ იგივე სიტუაციები გექნებათ ნაღდ ფულთან ურთიერთობის დროსაც. თვის ბოლოსკენ საქმეები უფრო წარმატებულად წარიმართება.
კეთილსაიმედო დღეებია: 5, 8, 12, 21, 27
კურო
კუროების ფულადი წარმატების მფარველის, სატურნის რეტროგრადულობა იმაზე მიუთითებს, რომ ივნისში დროებით ამოსუნთქვას შეძლებთ. 14-იდან 23 ივნისამდე ძალიან ადვილად შეიძლება მოექცეთ ილუზიების გავლენის ქვეშ. პრიორიტეტების სწორი განაწილება ზედმეტი ხარჯებისგან დაგიცავთ. თვის ბოლო კვირა დაკავშირებული იქნება შემოსავლების პერსპექტიულ ზრდასთან. ამ დროს ინიციატივების გამოჩენის და თამამი გადაწყვეტილებების მიღების ნუ შეგეშინდებათ. აგრეთვე, სასარგებლოა ფულის გადადება მომავალში სოლიდური შენაძენების გასაკეთებლად.
კეთილსაიმედო დღეებია: 6, 9, 14, 22, 28
ტყუპი
მერკურის გააქტიურება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სამ ზოდიაქოს გაივლის, ტყუპებს ბედის ნებიერებად აქცევს. ასტროლოგები მათ ურჩევენ, დასვენების ნაცვლად მეტი იმუშაონ, რადგან კარიერული წინსვლისა და ხელფასის მომატების ხელსაყრელი შესაძლებლობები ჩვეულებრივზე უფრო მეტი იქნება, ოღონდ ერთი პირობით: მოქმედებისას სიხისტე არ გამოიჩინოთ. ამ თვეში, განსაკუთრებით 4-იდან 26 ივნისამდე მიზნისკენ სვლა მდორედ და ეტაპობრივად არის საჭირო, ზედმეტი ფორსირების გარეშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკეპტიკურად მოეკიდოთ ინფორმაციას და ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც ფულს არაკეთილსინდისიერი გზით გამოიმუშავებენ: მათ შეიძლება გიმუხთლონ ან მოგატყუონ.
კეთილსაიმედო დღეებია: 3, 8, 15, 21, 25
კირჩხიბი
თვე სასიამოვნო სიახლეებით დაიწყება და ტყუპების ზოდიაქოში მდებარე ვენერის გავლენით გაგრძელდება. ერთი მხრივ, კირჩხიბებს ეკრძალებათ მკვეთრი ცვლილებები, მეორე მხრივ კი – სწორედ ივნისში შეძლებენ ისინი იმ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლას, რომელიც გამდიდრებაში უშლით ხელს. თუ კირჩხიბები თამამი ინიციატივებისთვის მზად იქნებიან, მაშინ 9-იდან 30 ივნისამდე მათ ეყოფათ გამბედაობა და ძალები საიმისოდ, რომ თავიანთი ცხოვრების წარუმატებელი ხაზი დაასრულონ. ყველაზე უკეთესი იქნება, თუ თვეს ყოველდღიურ საქმეებს დაუთმობთ და საკუთარ თავს ამბიციურ მიზნებს არ დაუსახავთ. მთავარია საკუთარ თავთან მართალი იყოთ.
კეთილსაიმედო დღეებია: 2, 7, 12, 21, 28
ლომი
ივნისი ფეთქებადსაშიში თვეა. კარიერის სექტორში მოძრავი ურანი ლომების გარშემო ენერგეტიკას დაძაბავს, რაც მათ სპონტანური და დაუდევარი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. ლომებს საკუთარი ხარჯების გაკონტროლება გაუჭირდებათ, ფული მათგან დიდი სისწრაფით გადინებას დაიწყებს და შესაძლოა მათ ცხოვრებაში წარუმატებლობის პერიოდი დაიწყოს. ასტროლოგები ლომებს ურჩევენ, გამოიყენონ მძლავრი აფირმაციები და თითოეული ნაბიჯი აწონ-დაწონონ. ეს მათ დაეხმარებათ, შეინარჩუნონ საღი აზრი და ოლიმპიური სიმშვიდე და მხოლოდ ის აკეთონ, რაც წარმატებას მოუტანთ.
კეთილსაიმედო დღეებია: 3, 9, 15, 23, 29
ქალწული
მერკურის აქტიური ზემოქმედებით ივნისი საკმაოდ ხელსაყრელი თვე იქნება იმისთვის, რომ საკუთარი თავის შესახებ თამამი განაცხადი გააკეთოთ და თქვენი ამბიციები გამოამზეუროთ. ამ თვეში ქალწულები განსაკუთრებით თავდაჯერებულები და აქტიურები იქნებიან, რაც მათ ახალი ცხოვრების წარმატებულად დაწყებაში დაეხმარებათ, თუმცა 4-იდან 26 ივნისამდე მომატებულმა მგრძნობელობამ და ემოციურობამ შესაძლოა მათ ხელი შეუშალოს იმაში, რომ არჩეულ კურსს ფეხდაფეხ მიჰყვნენ. კირჩხიბში მყოფი მერკურის გავლენით მოსაზრებები და გეგმები ხშირად შეიცვლება. ამასთან, ქალწულებს ფინანსებთან და საკუთარ რესურსებთან ურთიერთობაში გაუმართლებთ, რაც მათ საეჭვო ავანტიურებისგან დაიცავს.
კეთილსაიმედო დღეებია: 4, 8, 19, 24, 27
სასწორი
ივნისში ის უარყოფითი შეხედულებები, რომლებიც სასწორებს გამდიდრებაში უშლით ხელს, განსაკუთრებულ ძალას შეიძენს. ჯერჯერობით სასწორებს მათი მფარველი პლანეტა ვენერა ვერაფერს შესთავაზებს, მოთმინების გარდა: 9-იდან 30 ივნისამდე ტყუპების ზოდიაქოში მოძრაობისას ის საკმაოდ დასუსტებული იქნება. სასწორებს ბევრი მუშაობა და ფულის დაზოგვა მოუწევთ. 22-24 ივნისი იქნება ის ზენიტი, როცა მათ შეიძლება ნერვებმა უმტყუნოთ. ვენერას ასპექტების ზემოქმედებით სასწორები შეიძლება რთულ, ჩახლართულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ეს დღეები შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაკლებ თვითრწმენასთან, ემოციურ სიცარიელესა და ეჭვებთან, რისი ძირითადი მიზეზიც იქნება ფინანსების მიმართ არასწორი დამოკიდებულება. სასწორების მთავარი პრობლემაა ის, რომ ყველაფერს მერყევი, უარყოფითი განწყობით ხვდებიან. მდგომარეობის გამოსწორებაში მათ პოზიტიური აზროვნება, შემართება და კარგი განწყობა დაეხმარებათ.
კეთილსაიმედო დღეებია: 2, 7, 15, 23, 28
მორიელი
ივნისში კარგი იქნება, თუ მორიელები ფულის მოზიდვის ხუთი უმთავრესი წესით იხელმძღვანელებენ. ეს სწორედ ის მომენტი იქნება, როცა ყველა საქმეში თანამიმდევრულობის გამოვლენაა საჭირო. საერთო ტენდენციების გამო დამდეგი თვე მორიელებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება ის მშვენიერი დრო, როცა შეიძლება მინიმალური სამუშაოს შესრულება და სანაცვლოდ მაქსიმალური ამონაგების მიღება, თუმცა შესაძლებელია, რომ მორიელებს ხელმძღვანელის ჩანაცვლება და საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწიოთ. ანგარიშიანობა და მოხერხებულობა ივნისში სულაც არ იქნება ნაკლი, ასე რომ, წარმატების მისაღწევად შეგიძლიათ ეს თვისებები გამოიჩინოთ.
კეთილსაიმედო დღეებია: 2, 6, 17, 24, 27
მშვილდოსანი
იუპიტერი უწინდებურად რეტროგრადულად მოძრაობს, რაც მშვილდოსნებს ხელს შეუშლის, ფინანსურ სფეროში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. თვის განმავლობაში იუპიტერის გავლენით მშვილდოსნები ორმაგ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, იმის მსგავსში, რომლიდან გამოსვლამაც ადრეც მოუწიათ. ეს წრეზე სიარულს ჰგავს და ამიტომ ასტროლოგები მათ ურჩევენ, ყოველდღე გამოიყენონ წარმატების მოზიდვის რიტუალები, რათა ფულთან დაკავშირებული პრობლემები მინიმუმამდე შეამცირონ. გონივრული იქნება, თუ ისინი ძვირადღირებული შენაძენების გაკეთებას შემდეგი თვისთვის გადადებენ, ხოლო მიმდინარე პრობლემების მოგვარებას ამ თვეში შეეცდებიან. სამაგიეროდ, იუპიტერის წყალობით, მათ შეუძლიათ საკუთარ ინტუიციას დაეყრდნონ და რთული საქმეების მოგვარების არასტანდარტული გზა გამოძებნონ.
კეთილსაიმედო დღეებია: 2, 3, 16, 22, 25
თხის რქა
თხის რქის ზოდიაქოში რეტროგრადულად მოძრავი სატურნის და პლუტონის გამო ასტროლოგები მათ სამუშაო ადგილის გამოცვლას ან საკუთარი საქმის დაწყებას არ ურჩევენ. უმჯობესია, თუ ისინი ნაცნობ ნაპირებს არ მოსცილდებიან და ჩვეულ რიტმში სვლას განაგრძობენ. ამ თვეში მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რადიკალური ცვლილებებისგან თავის შეკავება, რადგან ისინი კარგს არაფერს მოიტანენ. მოკლედ, მშვიდად მიჰყევით მოვლენების განვითარებას და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდეთ.
კეთილსაიმედო დღეებია: 1, 7, 18, 24, 28
მერწყული
თხის რქაში რეტროგრადულად მოძრავი სატურნი მერწყულებს მნიშვნელოვან მომენტებს უქადის. ივნისი დიდი ცვლილებების ხანა იქნება, თუნდაც მათ მოეჩვენოთ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამ თვეში სასურველია შედეგების შეჯამება, გეგმების შედგენა და მიმდინარე სამუშაოს ავტომატიზმამდე დაყვანა. ყოველივე ეს მათ მშვიდი და ჰარმონიული ფონის შექმნაში დაეხმარებათ, რისი მეშვეობითაც მერწყულები თავიანთი ცხოვრების შეცვლას შეძლებენ. ვარსკვლავები დიდი სესხის აღებას არ გირჩევენ, რადგან რეტროგრადული სატურნის პერიოდში ეს სახიფათოა და, ამასთან, ეს პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ, პირიქით. სატურნი გირჩევთ, ამ პერიოდში ის იკმაროთ, რაც გაქვთ.
კეთილსაიმედო დღეებია: 3, 8, 16, 22, 25
თევზები
ამ თვეში მნიშვნელოვანია, რომ თევზები საკუთარ შიშებისა და კომპლექსების ლაბირინთში არ დაიკარგონ. ამ პერიოდის მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ეს დრო ვენერა ტყუპების ზოდიაქოში იმოძრავებს, რის გამოც თევზები ბევრ არასანდო, მცდარ ინფორმაციას მიიღებენ. თუ 9-იდან 30 ივნისამდე მწვავედ დადგება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საკითხი, მათ შეიძლება შეცდომა დაუშვან. ასტროლოგები ემოციებისგან თავის შეკავებას, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ნელ მოქმედებას გირჩევენ. გახსოვდეთ, რომ მიმდინარე სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება, საჭიროა მხოლოდ ცოტა ხანს მოიცადოთ. საბედნიეროდ, ვენერა ნათესაურ და პარტნიორულ კავშირებს გააძლიერებს, რაც თევზებს ახლობლების მხრიდან რეალური დახმარების და მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
კეთილსაიმედო დღეებია: 2, 7, 15, 27, 28
თამთა გურული
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
ამავე თემაზე: რომელი ზოდიაქოს ნიშნები იზიდავენ ფულს?
კომენტარები