ესპანეთში ზღვაში 5 წლის რუსთაველი გოგონა დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ესპანეთში გუშინ – ქალაქ ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ, 5 წლის გოგონა საცურაო ლეიბზე იწვა, როცა ტალღებმა გაიტაცეს.

ესპანური მედიის ცნობით, ქარი და ტალღები იყო და მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყალში გაიტაცეს. ბავშვების მამამ ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე ბავშვი დინებამ გაიტაცა.

მაშველებმა მალევე დაიწყეს 5 წლის გოგონას ძებნა და რამდენიმე წუთში ნაპირიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვეს კიდევაც. ექიმები 45 წუთის განმავლობაში ატარებდნენ გულისა და ფილტვების რეანიმაციულ ღონისძიებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ.

ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა რუს­თა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის, და­ვით იშხნე­ლის შვი­ლია. ოჯახს 4 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ჰყავს. მათ უმ­ცრო­სი საქართველოში  და­ტო­ვეს და ესპანეთში სამ შვილ­თან ერ­თად გა­ემ­გზავრნენ.

წყარო: inforustavi.ge

ფაქტზე ესპანური მედიაც წერს: https://www.elperiodico.com/es/sociedad/20190528/muere-nina-ahogada-playa-tarragona-7477892

კომენტარები