fbpx
საზოგადოებასაქართველო

ქუთაისელი პროფესორი ფოთიდან პატარა გემით ვანამდე გაცურვას აპირებს

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ომარ ნიშნიანიძე ფოთიდან პატარა გემით რიონში გაცურვას აპირებს ვანამდე. მისი თქმით, ხომალდის აგება და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება თავის სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა. ისინი გემს 2 თვეა აშენებენ.

ომარ ნიშნიანიძის თქმით, 14 მეტრი სიგრძის ხომალდი „არგო“ პარასკევს, 31 მაისს ფოთიდან გასაცურად მზად იქნება და მალთაყვის უბანში, მდინარე კაპარჭინისა და პალიასტომის ტბის შესართავთან 17:00 საათზე საზეიმო ვითარებაში ჩაეშვება წყალში.

„ინგლისელმა მეცნიერმა, მოგზაურმა, მწერალმა ტიმ სევერინმა 1984 წელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ლეგენდა, მითი არგონავტების შესახებ არის სინამდვილე და მართლა არსებობდა ჩვენი კოლხეთი, ულამაზესი და მდიდარი ქვეყანა მეფე აიეტით, მედეათი და ასე შემდეგ. ზუსტად 35 წლის თავზე ჩემს სტუდენტებთან ერთად, გადავწყვიტე აღგვენიშნა ეს თარიღი, მოვიძიეთ მასალები და დავიწყეთ მზადება. რა თქმა უნდა, გემი უნდა აგებულიყო ძველ ფაზისში, ფოთში, რომელიც არის სწორედ ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. 31 მაისს, მალთაყვაში მდინარე კაპარჭინისა და პალიასტომის ტბის შესართავთან მოვაწყობთ ღონისძიებას, ხომალდის გაცილებას ვანამდე, გალაკტიონის სახლ-მუზეუმამდე, ისე როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ტიმ სევერინმა. იმ დღეს ვანში იქნება ვანელობა“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

ნინო ხოშტარია

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

ასევე, დაგაინტერესებთ: საქართველო მსოფლიოს საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების ტოპ-სამეულშია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close