საზოგადოებაnewsსაქართველო

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების ტოპ-სამეულშია

ამერიკული ვებგვერდის, THE TOP TENS-ის მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების რეიტინგში საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა ძველი საბერძნეთისა და ძველი ეგვიპტის შემდეგ. რეიტინგი ვებგვერდის მომხმარებელთა გამოკითხვის საფუძველზე შედგა. საქართველოს მოსდევს ძველი რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, ასევე, აცტეკების იმპერია და სპარტა. რეიტინგში ძველი იაპონია მე-14 ადგილზეა, ძველი სომხეთი – მე-17-ზე, ძველი ისრაელი – მე-18-ზე და ა. შ.

ვებგვერდის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი მოსაზრება კომენტარების სახით გამოეთქვათ, აგრეთვე, განემარტათ, თუ რატომ არის, მათი აზრით, ესა თუ ის ქვეყანა საუკეთესო უძველესი ცივილიზაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეიტინგში ამ დროისთვის ყველაზე მეტი – 358 კომეტარი აქვს (პირველ ადგილზე გასულ ძველ საბერძნეთს – 208, ძველ ეგვიპტეს – 150). საქართველოს შესახებ კომენტარებში მომხმარებლები აღფრთოვანებას გამოთქვამენ ქვეყნის მდიდარი ბუნების, სტუმართმოყვარეობის, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების გამო, საქართველოს ვაზის სამშობლოს უწოდებენ, იხსნებენ ლეგენდებს ოქროს საწმისისა და პრომეთეს შესახებ; აღნიშნავენ, რომ სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი უძველესი ჰომინიდები ევროპაში, ქართული ენა  კი მსოფლიოს უძველეს ენათა ათეულში შედის. ზოგიერთი უცხოელი წერს, მაგალითად, რომ [ცივილიზაციის] „ისტორია სწორედ საქართველოდან დაიწყო“.

აღსანიშნავია, რომ The Top Tens-ის შარშანდელ რეიტინგში დავით აღმაშენებელი ყველა დროის საუკეთესო სამხედრო გენერლების ათეულის ლიდერი იყო და ალექსანდრე მაკედონელიც კი უკან ჩამოიტოვა.

იხ. სრული რეიტინგი: https://www.thetoptens.com/best-ancient-civilizations/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close