ჯანმრთელობა

აღარასდროს გადაყრით ლიმონის კურკებს, ამას რომ გაიგებთ!

მიჩიგანის კვების ინსტიტუტის მეცნიერებმა ციტრუსებთან დაკავშირებით კვლევები ჩაატარეს და საოცარ დასკვნამდე მივიდნენ. ის, რასაც, ჩვეულებრივ, ყველა ჩვენგანი ყრის, თურმე ბევრი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. საუბარია ლიმონის კურკებზე.

ლიმონის კურკებში პროტეინის, ცხიმებისა და ბუნებრივი მჟავების მაღალი შემცველობა ისეთ ვირუსებთან წარმატებით ბრძოლის საშუალებას იძლევა, რომლებზეც ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს, ხოლო დიდი რაოდენობით ეთერზეთები სწრაფად ათავისუფლებენ ორგანიზმს პარაზიტებისაგან.

გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს ცნობილი სამედიცინო ჟურნალიდან Lancet, რომლებიც საშუალებას მოგცემთ დაამარცხოთ ყველაზე გავრცელებული დაავადებები.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

სალიცილის მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით ლიმონის კურკებისგან მომზადებული ფხვნილი სწრაფად ხსნის თავის, კბილის, აგრეთვე, მენსტრუალურ ტკივილს. მოაგროვეთ ლიმონის კურკები, გაახმეთ და ბლენდერში ან ყავის საფქვავში დაფქვით. მიიღეთ ერთი  ჩაის კოვზი (არა – ათავიანებული) წყალთან ერთად და 15 წუთის შემდეგ ტკივილი გაივლის.

ინტოქსიკაციის დროს

ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის კურკების ფხვნილი მიიღეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად დილით, უზმოზე. კურსი 6 დღეა. ამ მკურნალობის დროს არ მიირთვათ ტკბილი და ცხიმიანი საკვები.

კანის მოვლა

სულ რაღაც ერთკვირიანი კურსის შემდეგ გათავისუფლდებით სახი კანის სილაპლაპისგან, აქერცვლისა და სიმშრალისგან. მოამზადეთ ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ ქერქგაცლილ დაფქულ ლიმონის კურკებს აურიეთ ცოტაოდენი ნაღების კარაქი. მიღებული ნარევი სახეზე წაისვით და ერთი საათის შემდეგ სახე მაგარ ჩაიში დასველებული ბამბის დისკით გაიწმინდეთ. ჩირქოვანი მუწუკები და ჭრილობები სწრაფად შეხორცდება, თუ ზედ ლიმონის კურკების ფხვნილს მოაყრით.

სოკოსთან ბრძოლა

ფრჩხილის სოკოსგან რომ გათავისუფლდეთ, დღეში ორჯერ აბაზანები გაიკეთეთ. 1 ლიტრ ანადუღარ წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის კურკების ფხვნილი, ჩაყავით ფეხები და 15-20 წუთი გააჩერეთ. კურსი 14 დღეა. თუ საჭიროა, 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ.

კირა კარიაული

მსგავს თემაზე: გოგრის თესლი მეხსიერებას აუმჯობესებს და კიდევ უამრავ რამეს უხდება

კამა – უნივერსალური სამკურნალო მცენარე, რომელიც მამაკაცურ პოტენციასაც ამაღლებს

მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close