საბერძნეთი: გრიპმა 146 ადამიანი იმსხვერპლა

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის (ΕΟΔΥ, ყოფილი ΚΕΕΛΠΝΟ) ყოველკვირეული ანგარიშის თანხმად, ამჟამად გრიპის ეპიდემიამ უკვე უკან დაიხია, რასაც მოწმობს ბოლო 3 კვირის მონაცემები, თუმცა 22-28 აპრილის პერიოდში, სამწუხაროდ, ერთი ადამიანის გარდაცვალება კიდევ დაფიქსირდა.

გრიპის ეპიდემიის დაწყებიდან (გასული წლის ოქტომბერი) მიმდინარე წლის 28 აპრილამდე საბერძნეთში გრიპისგან გამოწვეული გართულებების გამო 146 ადამიანი გარდაიცვალა, 387 ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 373 პაციენტს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზება დასჭირდა.

ნინო ბაჯელიძე

მოიწონეთ და გააზიარეთ

ამავე თემაზე: საბერძნეთში გრიპის ვირუსისგან გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა 

გრიპის და გაციების მკურნალობის 4 ეფექტიანი მეთოდი

კომენტარები