გრიპის და გაციების მკურნალობის 4 ეფექტიანი მეთოდი

გრიპის და გაციების სიმპტომები უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის და ყველა ვცდილობთ, მალე დავაღწიოთ მათ თავი. ბევრი ამისთვის ხალხურ ნაცად საშუალებებს ირჩევს – მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მათ შორის, გრიპის მკურნალობის ხალხური მეთოდები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ისევე სწრაფად და წარმატებით იძლევა სასურველ შედეგს, როგორც კლინიკურად გამოცდილი მედიკამენტოზური საშუალებები, თუმცა სინთეზურ პრეპარატებთან შედარებით ხალხურ საშუალებებს დიდი უპირატესობა აქვს იმ მხრივ, რომ ისინი ორგანიზმს ზიანს არ აყენებენ და თითქმის არ აქვთ გვერდითი მოვლენები.

ამჯერად გრიპის და გაციების მკურნალობის 4 ეფექტიან მეთოდს გაგაცნობთ.

პირველი მეთოდი: 1,5 ლ ანადუღარ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მსხვილი სუფრის მარილი, დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი და 1 გ ასკორბინის მჟავა (ასპირინი), კარგად მოურიეთ და დაძინებამდე 1,5-2 საათით ადრე დაიწყეთ სმა – ცოტა-ცოტა, ნელ-ნელა ეს კოქტეილი მთლიანად უნდა დალიოთ და დაწვეთ დასაძინებლად. მეორე დილით დაავადების ნიშნები უკვალოდ გაქრება.

მეორე ასევე ეფექტიანი მეთოდი გულისხმობს ხელების დათბუნებას (დიახ, ხელების და არა ფეხების, ოღონდ სანამ ტემპერატურა ძალიან აიწევს). გაავსეთ ჭურჭელი 37-38 გრადუსი ტემპერატურის წყლით (წინასწარ გამზადებული გქონდეთ ჩაიდანი მდუღარე წყლით). ჩაყავით ხელები თბილ წყალში – წყალი იდაყვებს უნდა ფარავდეს; თანდათან ჩაუმატეთ ჭურჭელში ჩაიდნიდან ცხელი წყალი ისე, რომ ტემპერატურა 41-42 გრადუსამდე ავიდეს და ამ ნიშნულზე გაჩერდეს გარკვეული დროის განმავლობაში. პროცედურა 10 წუთამდე გრძელდება, რის შემდეგაც თბილი ხელთათმანები უნდა ჩაიცვათ და ასე ჩაწვეთ ლოგინში.

მესამე მეთოდი ინგლისურია, მას ძველად ძალიან ინტენსიურად იყენებდნენ ინგლისელები მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს: 4 კვერცხის გული უნდა გათქვიფოთ ცოტაოდენ შაქართან ერთად ქაფის წარმოქმნამდე, შემდეგ  დაუმატოთ ნახევარი ლიტრი ახალი, შემთბარი ლუდი, ჩაყაროთ მიღებულ ნარევში მწიკვი დარიჩინი, 3-4 ცალი მიხაკი (სანელებელი, ცხადია) და ნახევარი ლიმონის ცედრა (სახეხზე დახეხილი). დადგით ნარევი ცეცხლზე და თურქული ყავის მსგავსად მოამზადეთ 5-7 წუთი (არ აადუღოთ).

ერთ ჯერზე მიიღეთ ერთი ჭიქა ეს კოქტეილი, დღეში 3-4-ჯერ. პრაქტიკული და ოჯახური ტრადიციების მიმდევარი ინგლისელების მტკიცებით, მეორე დღეს გრიპის და გაციების სიმპტომების კვალიც  კი აღარ დარჩება.

მეოთხე მეთოდის საფუძველია ხახვი და ნიორი. ამ ორი ბოსტნეულის ეფექტიანობა დაავადებებთან ბრძოლაში საუკუნეების განმავლობაში დამტკიცებულია ოფიციალურ მედიცინაშიც. მათი გამოყენების წესები მრავალფეროვანია: შეჭმიდან დაწყებული, ნახარშების მომზადებამდე, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ გრიპისა და გაციებისგან სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად სასარგებლოა არა მარტო ხახვის და ნივრის საკვებში გამოყენება, არამედ მათი ანაორთქლის შესუნთქვაც. ამისათვის წვრილად დაჭერით ან დახეხეთ სახეხზე ერთი თავი ხახვი და რამდენიმე კბილი ნიორი, მაშინვე დაიხარეთ და რამდენჯერმე ღრმად შეისუნთქეთ მონაცვლეობით ხან პირით, ხან ცხვირით მათი მძაფრი არომატი. როგორც ცნობილია, რესპირატორული ინფექციების (მათ შორის, გრიპის) ვირუსები, ძირითადად, ზუსტად სასუნთქ გზებში კონცენტრირდება, ამიტომ ხახვისა და ნივრისგან სასარგებლო ნივთიერებების შესუნთქვა ძალზე ეფექტიანი გზაა მათთან საბრძოლველად.

საერთოდ, გახსოვდეთ, რომ ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა. გაიძლიერეთ იმუნიტეტი, ვირუსების გავრცელების პერიოდში მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს და რაც შეიძლება ხშირად იბანეთ ხელები.

კირა კარიაული

კომენტარები