საზოგადოებასაბერძნეთი
პირველ მაისს ათენი პარალიზებული იქნება
ათენის საქალაქო ტრანსპორტის პროფკავშირების გადაწყვეტილებით, პირველ მაისს საბერძნეთის დედაქალაქში ტრანსპორტის მუშაკების 24-საათიანი გაფიცვა მოეწყობა.
ათენში მთელი დღის განმავლობაში არ იმოძრავებენ ავტობუსები, ტროლეიბუსები და ტრამი. ანალოგიურად, არ იმუშავებს ათენის მიწისზედა მეტრო, ე. წ. ილექტრიკო. რაც შეეხება მიწისქვეშა მეტროს, ის დილის 9 საათიდან დაიწყებს მუშაობას.
საბერძნეთის პროფესიული კავშირების გაერთიანება მშრომელებს მოუწოდებს 11 საათზე ათენის ცენტრში, კლათმონოს მოედანზე შეიკრიბონ და ერთად აღნიშნონ პირველი მაისი. ანალოგიური შეკრებები დაგეგმილია სხვა ქალაქებშიც.
გიორგი ჯანელიძე
შეამოწმეთ: რამდენად კარგად იცნობთ ათენის ისტორიულ შენობებს (ტესტი)
კომენტარები