მსოფლიოპოლიტიკა

ვინ იმარჯვებს ესპანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში?

ესპანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევებში, რომელიც კვირას, 28 აპრილს გაიმართა, სოციალისტური შრომითი პარტია (ესპ. PSOE) იმარჯვებს. ბიულეტენების 60%-ის დათვლის შემდეგ ასეთი შედეგებია: სოციალისტებს ხმა მისცა ამომრჩეველთა თითქმის 30%-მა, რაც მათთვის პარლამენტში 124 ადგილს უზრუნველყოფს 350-იდან.

მემარცხენეთა კოალიცია Unidas Podemos-ს ჯერჯერობით 42 მანდატი აქვს ანუ მემარცხენეები აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 176 მანდატს ვერ აგროვებენ და პრემიერის დასამტკიცებლად მათ უფრო პატარა ნაციონალისტურ პარტიებთან მოუწევთ შეთანხმება.

მემარჯვენე სახალხო პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული წილი ჯერჯერობით 17%-ია (65 მანდატი პარლამენტში), ცენტრისტული პარტია „მოქალაქეების“ – 15% (57 მანდატი).

პარლამენტში პირველად შედის ულტრამემარჯვენე პარტია VOX, რომელსაც თითქმის 10% (23 ადგილი) აქვს.

მემარჯვენე ბლოკი ვერ მოაგროვებს პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მთავრობის ფორმირებისთვის.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც მიმდინარე წლის თებერვალში დეპუტატთა კონგრესმა (პარლამენტის ქვედა პალატა) მთავრობის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. კანონით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს უნდა გამართულიყო.

ესპანელები კერჭისყრის შედეგად ირჩევდნენ დეპუტატთა კონგრესის 350 წევრს და 208 სენატორს (266-იდან).

არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 36,89 მილიონ ამომრჩეველს, მათგან 2 მილიონი უცხოეთში ცხოვრობს.

მოქალაქეთა მონაწილეობის მაჩვენებელი 18.00 საათისთვის 60,76% იყო, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე  ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 2016 წელს. დარღვევებს ან სერიოზულ ინციდენტებს ხმის მიცემისას ადგილი არ ჰქონია.

ნიკო აბაშიშვილი

ესპანეთის თემაზე: „ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემს“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close