იტალიის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ

„იტალიის პარლამენტმა უნდა განიხილოს კანონპროექტი მოძალადეებისა და პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ“, – დაწერა დღეს, 29 აპრილს იტალიის ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა მატეო სალვინიმ თავის ტვიტერზე.

სალვინის თქმით, ვიღაცას არ მოსწონს სიტყვა „კასტრაცია“ და ის შეიძლება შეიცვალოს სიტყვებით „ანდროგენების ბლოკირება“ – თუმცა ამით მისი აზრი უცვლელი დარჩება.

მსგავს დანაშაულში მსჯავრდებულები უნდა „დაისაჯონ და განიკურნონ“, – წერს პრემიერ-მინისტრი, მათთვის „პატიმრობა არასაკმარისია“.

ამ ცოტა ხნის წინ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ უარყო კანონპროექტი ქიმიური კასტრაციის, როგორც სასჯელის ახალი სახის, შესახებ, თუმცა მაშინ „ლიგის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს გარკვეული ცვლილებების შემდეგ ისევ დააბრუნებდნენ განსახილველად.

წინა ტექსტი გულისხმობდა „ქიმიური კასტრაციის“ გამოყენებას მათ მიმართ, ვისაც სასამართლო დამნაშავედ ცნობდა გაუპატიურებაში დამამძიმებელი გარემოებებით.

ამავე თემაზე: სალვინი გამოდის წინადადებით სექსუალური მოძალადეების დასასჯელად ქიმიური კასტრაცია შემოიღონ

კომენტარები