სალვინი გამოდის წინადადებით სექსუალური მოძალადეების დასასჯელად ქიმიური კასტრაცია შემოიღონ

სექსუალური ძალადობისთვის მარტო პატიმრობა კი არ უნდა იყოს, არამედ ქიმიური კასტრაციაც, განაცხადა 27 მარტს იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ. ამის თაობაზე  ADNKRONOS-ი წერს.

ასეთი კომენტარი გააკეთა მან სიცილიის ქალაქ კატანიაში მომხდარ რეზონანსულ დანაშაულზე – 19 წლის ამერიკელი ტურისტი გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ფაქტზე.

ინციდენტი 21 მარტს მოხდა. მოძალადეებმა ვიდეოც გადაიღეს, მეორე დღეს მსხვერპლს გაუგზავნეს და ისევ მიიწვიეს მათთან „გასართობად“. ამ დანაშაულისთვის 3 ახალგაზრდა დააკავეს. პოლიციამ ისინი მათ მიერ გადაღებული ვიდეოთი, აგრეთვე, ამერიკელი ტურისტი გოგონას მიერ ბარში გადაღებული ვიდეოს მეშვეობით ამოიცნო.

„ამ მოძალადეებისთვის შეღავათი არ იქნება: აუცილებელი სასჯელი და ქიმიური კასტრაცია!“ – ასეთი მკაცრი ზომის მიღებისკენ მოუწოდა სალვინიმ თავის კომენტარში.

უფრო ადრე, რამდენიმე ხნის წინ, სექსუალური მოძალადეების წინააღმდეგ ქიმიური კასტრაციის გამოყენების ინიციატივით სენატის ვიცე-სპიკერი რობერტო კალდერონი გამოვიდა.

ქიმიური კასტრაცია არის ორგანიზმში სპეციალური სამედიცინო პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ლიბიდოს და სექსუალურ აქტივობას ამცირებს. ქირურგიულისგან განსხვავებით, ის არ არის სტერილიზაციის პროცედურა, თუმცა პრეპარატების მოქმედების უარყოფითი შედეგი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება შენარჩუნდეს.

ეს პრაქტიკა ზოგიერთი ქვეყნის სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება, ჯერ გამოუკვლეველი გვერდითი მოვლენების და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის მიუხედავად.

რუსეთის ფედერაციაში ქიმიური კასტრაცია 2012 წლიდან დაკანონდა პედოფილების წინააღმდეგ.

წყარო: https://www.adnkronos.com/fatti/cronaca/2019/03/27/carcere-castrazione-per-stupratori-catania_vTJxShUvzcqb1ubgP0pKGK.html?refresh_ce

კომენტარები