საზოგადოებასაბერძნეთი

გლიფადაში პლაჟზე უცნობი ქალის ცხედარი იპოვეს

საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ოთხშაბათს, 27 მარტს წინასწარი გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც გლიფადაში ასტერიის პლაჟზე უცნობი ქალის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი ქალი ნაპირიდან დაახლოებით 10 მეტრში აღმოაჩინეს, სიმაღლე – 1,60 მ, წონა – დახლ. 80-90 კგ, შავი თმებით; ეცვა შავი კომბინეზონი მკლავებზე წითელი ზოლებით, შავი ბოტასები და ეკეთა შავი სათვალე; ასაკზე არაფერია ნათქვამი.

ქალის ცხედრის გაკვეთას ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სასამართლო მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიაში ჩაატარებენ, რის შემდეგაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება.

წყარო: rua.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close