იტალია – ყველაზე „ნელი“ მოსამართლეების ქვეყანა

იტალია პირველ ადგილზეა ევროკავშირში სასამართლო განხილვების ხანგრძლივობის მხრივ სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე, – იუწყება AFFARI ITALIANI ევროკომისიის ექსპერტების მოხსენებაზე დაყრდნობით.

საქმეების განხილვა იტალიაში მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოებში საშუალოდ 548 დღეს (წელიწად-ნახევარი) გრძელდება. უკანასკნელ წელს ეს მაჩვენებელი ერთ თვეზე მეტით გაიზარდა.

სამოქალაქო სასამართლო პროცესის საერთო საშუალო ხანგრძლივობა კი 1299 დღე ანუ 3,5 წელია. ამ რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ესპანეთი ანალოგიური მაჩვენებლით (604 დღე) 2-ჯერ და მეტად „ჩამოუვარდება“ იტალიას.

ევროკომისიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იტალიის სასამართლოებში სამოქალაქო და კომერციული საქმეების დაუსრულებელი განხილვები დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის საქმიან კლიმატზე.

გაეცანით, აგრეთვე: იტალიაში გაასამართლებენ მერს, რომელიც არალეგალურ მიგრანტებს ეხმარებოდა

კომენტარები