დრონით გადაღებული კადრები – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს დაახლოებით 18:30 საათზე გაჩნდა და ცეცხლი სწრაფად მოედო სახურავს. მეხანძრეებმა 9-საათიანი მცდელობის შემდეგ ხანძარი ჩააქრეს, თუმცა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ტაძარს 5 წელიწადში აღადგენენ და ის „უკეთესი იქნება“.

დაიწყო შემოწირულობები, რომლის თანხა დღეისათვის უკვე 850 მლნ ევროს აღწევს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა შესაძლოა სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს და ის შეიძლება ელექტროგაყვანილობაში წარმოქმნილმა პრობლემამ გამოიწვია. პარიზის პროკურატურა ამ ეტაპზე ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ არ არის გაჩენილი.

ამავე თემაზე: რა განადგურდა და რა გადარჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ

რა ხდება ახლა პარიზის ნოტრ დამში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სახანძროს გამოძახება დააგვიანეს 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

კომენტარები